„ფესტივალიდან ფესტივალამდე„ - ბათუმში მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საფესტივალო პროექტი დაიწყო. მასში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, „მომავლის ვარსკვლავების“ საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები, ვირტუოზი მუსიკოსები და მხატვრები მონაწილეობენ.
ფესტივალი 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.