მიკროავტობუსების ადაპტირება და პარკინგისთვის ტერიტორიების გამოყოფა - ეს არის მთავარი რეკომენდაცია არასამთავრობო სექტორისაგან. პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ქედაში შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა იმ გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრეს, რომელიც უსაფრთხო და კომფოტრული სისტემის შექმნისთვისაა საჭირო.
პროექტის მიზანია მდგრადი სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, პრიორიტეტებისა და მიზნების განსაზღვრა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.