„ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს - ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად სიყალბე“-აღნიშნა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
ილია მეორემ ცხოვრების სირთულეზე და ამ კონტექსტში სიმართლესა და სიყალბეზე იქადაგა. უწმინდესის თქმით სიმართლე ღვთისაგან მოდის, ურჯულოება კი – ბოროტისგან.