ნატო-საქრთველოს ურთიერთობები და მისი დინამიკა, შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატოს პრაქტიკული ჩართულობა საქართველოში - ამ საკითხებზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგებს და იმ პერსპექტივებს და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას ნატოში გაწევრების გზაზე.