უნებართვო, უსახური და ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი იგეგმება ქობულეთში. სამუშაოების ფარგლებში 40 მდე ჯიხური , 300 კვადრატის მოცულობის რკინის და 250 კვადრატული მეტრი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დაინგრევა.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით სამუშაოებისთვის 14 ათას 500 ლარია გამოყოფილი.