დღეს და ხვალ დედაქალაქი „თბილისობა“-ს ზეიმობს

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1568 ნახვა

დღეს და ხვალ დედაქალაქი „თბილისობა“-ს ზეიმობს. ქალაქის ქუჩებში გასტრონომიული და ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული“ იმართება. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ცოცხალ მუსიკას მოისმენენ, საბავშვო - გასართობ პროგრამებს, რარიტეტული ავტომანქანების გამოფენას, საცირკო წარმოდგენას ნახავენ და „ხილის ფესტივალს“ დაესწრებიან, დაგეგმილია  იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორ  ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩის გახსნა.

აბანოთუბანში,  თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება, ასევე, მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმების გმირების კოსტუმირებული პერფორმანსი,, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ - „ცოცხალი ქანდაკებები“ მოეწყობა, აჟღერდება ცოცხალი მუსიკა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი