თამარის დასახლებაში ნაპირ გამაგრებას ითხოვენ. ოჯახები, რომლებიც მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს ცხოვრობენ გვიყვებიან, რომ ძლიერი წვიმისას წყლის დონე მაღლა იწევს, შედეგად კი 15 ოჯახი მუდმივად საფრთხეშია. ხშირად იტბორება ეზოები. ოჯახებს პრობლემა წლებია აწუხებთ, ამბობენ რომ ამის შესახებ ადგილობრივი მთავრობაც დიდი ხანია ინფორმირებულია.
ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.ბათუმის მერიის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა რომ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების დაწყების თარიღი უცნობია.