ქობულეთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2572 ნახვა

ქობულეთის სამ სოფელში გაზიფიცირებას ითხოვენ. ლეღვას, წყავროკისა და მუხაესტატეს მცხოვრებლები ზამთარში გასათბობად   სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, მათ შორის თხილის ნაჭუჭსა და შეშას, რომელიც სეზონზე დახლოებით 800 ლარი უჯდებათ.

შესაბამისად ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირი მეტად ეკონომიური იქნება. სოფლებში ამბობენ, რომ გაზიფიცირების შემთხვევაში ბუნებაც იქნება უფრო დაცული, რადგან ახლა ფიქსირდება ხე-ტყის ჭრა. გაზის კომპანიაში მბობენ, რომ პროცესი სქემის მიხედვით გრძელდება და ამ სქემაში მალე ეს სოფლებიც მოხვდება. ამ დროისთვის კი გაზი უკვე მიყვანილია 25 სოფლამდე. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი