''ამერიკის ხმის'' ჟურნალისტები მერილენდის შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე ფერმის შესახებ მოგვიყვებიან, რომელიც ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერაა სერტიფიცირებული და ორგანულ საკვებ პროდუქტს აწარმოებს.
დამატებითი ქიმიური ნივთიერებების გარეშე მოყვანილი ხილ-ბოსტნეული ამერიკაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მისი ფასი შედარებით მაღალია, მაგრამ მომხმარებლების ნაწილი ხარისხის გამო მას მაინც ანიჭებს უპირატესობას.