აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ზაურ გურჩიანი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია გუშინ ღამე დატოვა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.