ხვალ, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება. ევროპის მოედანზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ პროდუქტებს, ხელნაკეთ ნივთებსა და ტრადიციებს წარმოადგენენ.
გაიმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ. 6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრებით დაიხურება.