მთელი დღეა „ომეგა ჯგუფის საქმეა“ განხილვის საგანი პარლამენტშიც. ოპოზიცია მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ხელისუფლება კი „ომეგა ჯგუფისგან“ დავალიანების გადახდას ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს დავალიანების უკან დასაბრუნებლად. მმართველი გუნდი დავალიანებაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიცია კი არაფორმალურ მმართველობასა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე.