ერთჯერადი კომპენსაციის გამო მოხსნილ სოციალურ დახმარებს ოჯახი აპროტესტებს

30 სექტემბერი 2018, 00:00 1373 ნახვა

ხულოში მცხოვრები ანზორ  თავართქილაძე სოცილაური დახმარების აღდგენას ითხოვს.  ოჯახს  სახელმწიფო დახმარება  მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ჰესის მშენებელმა კომპანია ,,აჭარისწყალი  ჯორჯიამ“ ერთჯერადად  ფულადი კომპენსაცია 5000 ლარი გადასცა.

მოქალაქე  სოციალური სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.  იგი სარეიტინგო ქულის შემცირებას ან შემოსავლების სამსახურის მიერ დაბეგრილ 1250 ლარის დაბრუნებას მოითხოვს. თავართქილაძის ინფორმაციით,  ოჯახის სამი წევრი პენსიას იღებს, რაც მათთვის საკმარისი არ არის. სოციალური დაცვის  სააგენტოში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, უწყების ინფორმაციით, რადგანაც მოქალაქეს უფიქსირდება შემოსავალი, სოციალურ დახმარებაც ამ მიზეზით შეუწყდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი