შერჩეულია კომპანია, რომელიც სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს

28 სექტემბერი 2018, 00:00 3435 ნახვა

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ზედამხედველი კომპანია შეარჩიეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულია კომპანია ''სი-ემ-სი'', რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

მისივე თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ საბანკო გარანტიები უკვე წარმოადგინა.

''სტადიონი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი რეგიონისთვის. ზედამხედველი კომპანიაც უკვე გვყავს.  ვფიქრობთ ამ დღეებში დაიწყება საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება. კომპანია არის “სი-ემ -სი”, ის საკმაოდ ცნობილი და წარმატებული კომპანიაა გამოცდილების თვალსაზრისით და ვფიქრობ მნიშვნელოვანია საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება. ამ თვალსაზრისით ყველანაირი კითხვები მოიხსნება'' - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას აქამდე ოფიციალურად არცერთი კომპანია არ უწევდა, თუმცა მინისტრის თქმით,  შპს ''ანაგს'' მოწვეული ჰყავდა დამოუკიდებელი ექსპერტები შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად. 

ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის 21 იანვარს დაიწყო.  20 000 მაყურებელზე გათვლილი მოედანი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. 

სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დაკვეთით  აშენებს. 

მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში