საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე

28 სექტემბერი 2018, 00:00 1368 ნახვა

„მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა. ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.

მამუკა ბახტაძემ ტრიბუნიდან  აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს  მიმართა და საუკუნოვან საერთო ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა  სამშვიდობო ინიციატივაზე,  რომელიც მისივე თქმით, საშუალებას მოგვცემს, შეჩერდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი.

პრემიერმა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა სწორედ ამ არჩევანის შედეგია. სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო ტერორიზმზეც გაამახვილა ყურადღება და  თქვა, რომ ეს საფრთხე 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია. პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც ვრცლად ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ ასამბლეის წარმომადგენლებს ქართულ ენაზე მიმართა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში