წელს 600 ბავშვი დარჩა საბავშვო ბაღის გარეშე ქობულეთში. სკოლამდელი დაწესებულება საერთოდ არ აქვთ ბუკნარში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს. გვარაში კი ერთი ბაღია, რომელიც, როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
გამოყოფენ თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში თანხებს ბაღების ასაშენებლად? - ქობულეთის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ.