საგამოძიებო მოქმედებები “პალიტრამედიის” სტამბაში

26 სექტემბერი 2018, 00:00 1798 ნახვა

რატომ შევიდა საქართველოს პროკურატურა „პალიტრა მედიის“ სტამბაში? უწყების განმარტებით, გამოძიება ეხება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში საჯარო მოხელეთა მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების შესაძლო გაფლანგვას. საუბარია ჰოლდინგში შემავალი სტამბის მიერ 2014 წელს მიღებულ კრედიტზე. აღსანიშნავია, რომ სტამბის დირექტორის თქმით, მათთვის გამომძიებლებს არ განუმარტავთ მიზეზი. ასევე, უცნობია უკავშირდება თუ არა საქმე ყოფილ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.

ცნობისთვის, ეს მეორე შემთხვევაა როდესაც სახელმწიფო უწყებამ გადაწყვიტა გამოძიება ჩაატაროს „პალიტრა მედიაში,“ პირველი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც შემოსავლების სამსახური სწავლობდა დოკუმენტაციას. ფაქტი 7 წლის წინ მედია - ორგანიზაციების მხრიდან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად შეფასდა. სამოქალაქო საზოგადოება დღესაც მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი