პოლიცია არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს იძიებს

26 სექტემბერი 2018, 00:00 19151 ნახვა

ქობულეთში 17 წლის გოგომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ​​არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, რადგან კანონმდებლობით 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აკრძალულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ ერთი, 115-ე  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

მეზობლები ყვებიან, რომ ცოლ-ქმარი თურქეთიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ისინი თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები.

მეზობლები მომხდარის სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

გარდაცვლილი გოგონა მშობლებმა გუშინ ღამით იმერეთში გადაასვენეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ოჯახის წევრები და სხვა პირებიც დაკითხეს.  

შემთხვევა 25 სექტემბერს საღამოს საათებში მოხდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი