ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი პლაგიატის ამომცნობი პროგრამით იმუშავებს. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები პროგრამის მუშაობის ტექნიკურ მახასიათებლებს ეცნობიან.
ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, სადაც უკვე დანერგილია მსგავსი სისტემა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპილოტე ეტაპზე 2 ათასი ლიცენზია შეიძინა. მიზანი პლაგიატის პრევენცია და ამ მიმართულებით სტუდენტების ცნობიერება ამაღლებაა.