ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ევროპის მოედანი მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.
ჩატარდება შეჯიბრებები, მასტერკლასები და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტები.
ფესტივალი ბათუმში უკვე მეოთხედ იმართება და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.