გამორიცხული არ არის მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვიოს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტმა, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოწვია,მმართველი ძალისთვის კი მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსების დაცვაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს - წერს ირაკლი კობახიძე.