ბათუმში, ჯავახიშილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები, გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასა და გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობენ - ამბობენ, რომ გადათხრილი ქუჩის გამო ხშირად სახლებამდე ვერ მიდის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, ასევე სახიფათოა ხანძრის შემთხვევაშიც. ისინი პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
ქალაქის მერია კი მასშტაბურ პროექტზე საუბრობს და მოქალაქეებს მოთმინებას სთხოვს. ირწმუნებიან, რომ ვადებს არ არღვევენ და მიწისქვეშა სამუშაოებს წლის ბოლომდე დაასრულებენ.