დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს

11 სექტემბერი 2018, 00:00 2117 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს  მოსახლეობას  აცრები  ჩაიტარონ. პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება, ამიტომ  იგი მიმართავს მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე გადაამოწმონ  ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუკი ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ.

რაც შეეხება რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია ამინდზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი