პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია ორი დღე გაგრძელდება

10 სექტემბერი 2018, 00:00 3823 ნახვა

პირველკლასელთა  დამატებითი  რეგისტრაცია გამოცხადდა. ორი დღის განმავლობაში 10 და 11 სექტემბერს, სკოლებში იმ ბავშვების დარეგისტირებაა შესაძლებელი, რომლებმაც სასურველ სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა ვერ შეძლეს. 

აჭარაში 15 საჯარო სკოლაში,  200 ვაკანტური ადგილია დარჩენილი. 

რეგისტრაცია უკვე გაიარა 2 500-მა პირველკლასელმა.

2018-2019 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო. 

სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში