ქართული მარში:მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია

09 სექტემბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

გურამ კაშიას თამაში გასაპროტესტებლად აქცია დაგეგმეს „ქართულმა მარშმა'' და მისი მხარდამჭერებმა.   თუმცა ორგანიზაციის წევრებმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელეს განცხადება, რომელიც ნათქვამია: „იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას წინააღმდეგ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „თუ ლგბტ ორგანიზაციები და გურამ კაშია უგულვებელყოფენ თხოვნას და მაინც გაიკეთებენ შესაბამის  სიმბოლიკას“, მაშინ იძულებულნი იქნებიან სხვა ზომებს მიმართონ. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და არნემის ვიტესის ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით ითამაშა. რის შემდეგაც ქართული მარშისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის მიმართ აგრესიული განცხადებები კეთდება.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი