როდის დაიწყება სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობა ხულოში? ხულო - ახალციხის დამაკავშირებელი გზა იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დღეს „მთავარმა“პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ დასვა. კომიტეტის სხდომაზე ძირითადად რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იყო საუბარი.
საუბარი შეეხო თვითმმართველობების უფლებებს - დეცენტრალიზაციის აუცილებლობასა და იმას, რომ ადგილობრივ მთავრობებს სამართავად უნდა გადაეცეთ საკუთარ საზღვრებში არსებული ქონება, ასევე, მეტი უფლება უნდა მიენიჭოთ, რომ ცენტრისგან დამოუკიდებლად მართონ მუნიციპალიტეტები. ამ საკითხზე პარლამენტარებმა ისაუბრეს, მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეების უმრავლესობა კი, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს საკითხი, დღეს არ აქტიურობდნენ.