დღეს დილის 7 საათიდან ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში უფასოდ გადაადგილდება. კონკურსში გამარჯვებული ლურჯი ავტობუსები სამ სამარშუტე ხაზზე იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23 საათამდე მოემსახურება. 15 ავტობუსი მერიამ ქალაქში, რამდენიმე დღის წინ შემოიყვანა, თვის ბოლოს კი კიდევ 25 ერთეულის დამატება იგეგმება.
ახალი ავტობუსები იმ ტრანსპორტს ჩაანაცვლებენ, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარებოდნენ. ევრობანკმა საქართველოს 5 მილიონ ნახევარი ევროს ოდენობის სესხი და 1 მილიონ ნახევარი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და იბიარდს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა.