აჭარაში 30 აგვისტომდე მზიანი ამინდი შენარჩუნდება 

27 აგვისტო 2018, 00:00 2230 ნახვა

30 აგვისტომდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ცხელი და მშრალი ჰაერის მასები კვლავ ინტენსიურად გავრცელება, რის გამოც, მომდევნო 2 დღის განმავლობაში კვლავ ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. 

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ ძალიან კომფორტულია და ის 27℃-ია.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივება 8 ნიშნულს მიაღწევს, რაც გასარუჯად იდეალურია, თუმცა შუადღის საათებში, მზის პირდაპირ ზემოქმედებას მაინც მოერიდეთ. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი