მოქალაქეებს ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები ''სარფში'' მალულად შემოჰქონდათ

27 აგვისტო 2018, 00:00 1815 ნახვა

''სარფის'' საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

მოქალაქეებს, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით არადეკლარირებული ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა ავტომობილში  მოწყობილი სამალავით, არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები შემოიტანა.

ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად  შემოტანას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით და ხელბარგში არსებული სამალავის გამოყენებით ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 8 კილოგრამამდე ვერცხლისა და 480  გრამამდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში