ბათუმში პირველი სექტემბრიდან ახალი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმობის დღესასწაულზე მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფასო იქნება. იაპონურ - უკრაინული წარმოების ადაპტირებული ტრანსპორტი მერიამ EBRD-ის მხარდაჭერით შეისყიდა.
15 ავტობუსი უკვე ბათუმშია, კიდევ 25 კი შემდეგ შემოვა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბათუმის ავტოტრანსპორტში ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვთ რომელ ქუჩებზე იმოძრავებს ახალი ტრანსპორტი.