რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

24 აგვისტო 2018, 00:00 5129 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე დაშავდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

რუსთაველის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

დაზიანებულია ასევე საგზაო ნიშანი. 

ამავე კატეგორიაში