ავტობუსში უბილეთო მგზავრები დაჯარიმდებიან

16 აგვისტო 2018, 00:00 2009 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. დღეიდან არც ერთ ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს და შესაბამისად ბილეთის შეძენას ვეღარ შეძლებთ.

უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ.

ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებშია გამოკრული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი