ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეჩესლავ დალფონსის სახლში საინფორმაციო ცენტრის განთავსება იგეგმება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცეფციაზე უკვე მუშაობენ. სახლი ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. 31 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მეჩესლავ დალფონსი ფრანგი მოგზაური იყო. ის მე-19 საუკუნის 80-ან წლებში მოღვაწეობდა და ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა.
1987 წელს ბაღი საუფლისწულოს მიჰყიდა და ის მწავნე კონცხზე გადასახლდა, სადაც მცირე რივიერა მოაწყო, მანვე უწოდა ამ ტერიტორიაას მწვანე კონცხი. დელფონსმა საფრანგეთიდან იშვიათი დეკორატიული მცენარეები: პალმები, კედრები, ფიჭვები ჩამოიტანა და გააშენა. მის სახელს უკავშირდება ბოტანიკური ბაღის ე.წ.-ლი ქვედა პარკის გაშენება.