ქობულეთის აგროსერვის ცენტრში საადრეო ყურძნის მოსავალი აიღეს

15 აგვისტო 2018, 00:00 2327 ნახვა

ქობულეთის აგროსერვის ცენტრში საადრეო ყურძნის მოსავალი აიღეს. რთველში მონაწილეობა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში გაშენებულია 32 ჯიშის ყურძენი, მათ შორის საღვინე და 11 სასუფრე ჯიშის ვაზია გაშენებული. სასუფრე ჯიშის ყურძენი კარდინალი და პრიმა - საადრეო ჯიშისაა და აგვისტოში მწიფდება. როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა სასუფრე ჯიში ყურძენი არ  არის აჭარისთვის დამახასიათებელი და სადემონსტრაციო ნაკვეთში მისი მოყვანა ემხახურება პოპულარიზაციას,რათა მოსახლეობამ ისწავლოს თუ როგორ მოუაროს და მოიყვანოს ახალი ჯიშის ვაზი.

შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგეში საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია, მათ შორისაა ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა, ოჯალეში, ტაძიგურა, ბათუმურა და სხვა.

ამავე კატეგორიაში