თაფლის რიგით მე-4 ფესტივალს დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი მასპინძლობს. სტუმრებს სხვადასხვა სახეობის თაფლის, ფიჭის და მისგან დამზადებული სასმელის დაგემოვნებისა და ყიდვის საშუალება აქვთ.
ეტიკეტზე მითითებულია, რომ პროდუქცია საქართველოშია წარმოებული. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციაა.