მეწყერი სოფელ ყოროლისთავში. ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ფაღავების 11წევრიანი ოჯახიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩამოიშალა.ოჯახი, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ცხოვრობს თავს მეზობელთან აფარებს.
ადგილობრივები სტიქიას არასრულად შესრულებულ ფერდსამაგრ სამუშაოებს უკავშირებენ და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. ხელვაჩაურის მერიაში კი განმარტავენ რომ გეოლოგების დასკვნის შემდეგ გადაწყვეტენ რა სახის დახმარება გაეწევათ ფაღავების ოჯახს.