ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში, რომანაძეებმა თხილის პლანტაცია გაჩეხეს - პროტესტის ამ ფორმას ოჯახმა მას შემდეგ მიმართა, რაც აღმოაჩინა რომ მოსავალი სრულად იყო გაუფუჭდა. ქობულეთში ეს ერთადერთი ოჯახი არაა, სადაც მოსავლის დაზიანებასა და დაავადებებზე, ასევე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.
დაზიანებული თხილიდან მხოლოდ 20 პროცენტის აღება და გაყიდვა შეძლო ნაწილმა. ფასი გასულ წელთან შედარებით ბევრად დაბალია, მიმღებ პუნქტში კი ამბობენ რომ საუკეთესო თხილში მეტსაც გადაიხდიან, თუმცა ასეთი მოსავალი ჯერ არავის მიუტანია. ფერმერები დახმარებას ითხოვენ. დღეს წყავროკაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა.