''ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას''

07 აგვისტო 2018, 00:00 1829 ნახვა

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს ევროკავშირი.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დღეს ისე,  როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

განცხადებაში  ხაზგასმულია, რომ რუსეთის აგრესიიდან 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი