10 წელი აგვისტოს ომიდან

07 აგვისტო 2018, 00:00 2460 ნახვა

საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს პოლიტიკოსებმა. კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადებები რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, კი არ იცვლება რუსული მიდგომა, რომელიც არის არა პრაგმატული, არამედ აგრესიული პოლიტიკა.თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

განახლებული:

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი