გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით მერიის ახლადშექმნილ სამსახურს მოვაჭრეების დაჯარიმების უფლება მიეცა. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა ორი დღის განმავლობაში უკვე დააჯარიმეს 20-ზე მეტი გარემოვაჭრე და ნაწილს კი გაფრთხილება მიეცა.
უკანონო ვაჭრობისთვის პირველ ეტაპზე ფიზიკური პირი 150 ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება. ტროტუარზე გადაადგილების უკანონო შეზღუვა კი 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.