გახდება თუ არა მარიხუანას მოხმარება ლეგალური? - გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს

30 ივლისი 2018, 00:00 2743 ნახვა

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 16:00 საათზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, რომელის შემდეგ  გაირკვევა გაუქმდება თუ არა მარიხუანას მოხმარებაზე ნებისმიერი ტიპის სანქციები, ანუ მოხდება თუ არა მისი ლეგალიზაცია.

საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა შეიტანეს. ისინი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებას.  

"მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს' _ განმარტავენ მოსარჩელეები. 

ამავე კატეგორიაში