სასეირნო და სამანქანე გზა ერთდროულად რეკრეაციულ ზონაში – ეს ქობულეთის სანაპიროსთან, თამარ მეფის ქუჩაა.
მერიამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ფილებით მოწყობილი გზის ნაწილზე ავტომანქანების შესვლა შეზღუდა, ნაწილზე კი ცალმხრივი მოძრაობა დააწესა, თუმცა სადგომებად გამოყენებული მონაკვეთები და ქვეითებთან ერთად მანქანების გადაადგილება მაინც ქმნის დისკომფორტს.
მოქალაქეები გამონაბოლქვსა და საფრთხეზე საუბრობენ. როგორ აპირებს მერია პრობლემის მოგვარებას?