სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყით დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს გუშინ შუახევში.
მოქალაქე, რომელსაც ხე-ტყე სარეალიზაციოდ გადაჰქონდა, აცხადებს, რომ მას ყველა საჭირო საბუთი და ნებართვა აქვს. თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის, განცხადებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში რეგლამენტის დარღვევა დაფიქსირდა.
მისივე განმარტებით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ერთწლიანი ვადა ამოწურული აქვს.