ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადადის. არჩილ ვანაძე მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვანაძემ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
რვა წელის განმავლობაში, ვანაძე ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურს ხელმძღვანელობს.
ვანაძე სამინისტროში საბიუჯეტო მიმართულებას ჩაიბარებს. მერიაში მისი პოზიცია კი ვაკანტურია. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.
აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროში კიდევ ორი მოადგილის პოზიციაა ვაკანტური.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ერთ-ერთ კანდიდატად თინათინ ზოიძე განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ხვალ გახდება ცნობილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების ვინაობაც.
აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტში, ორი ახალი სახე დანიშნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტიტე აროშიძე ხელმძღვანელობს.
საკადრო ცვლილებები იგეგმება სხვა რგოლებშიც. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ აჭარის მაუწებელთან განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებებში, სამინისტროებსა და დეპარტამენტებში არსებული ვაკანსიები კვირის ბოლომდე შეივსება.