აფეთქება ქუთაისში

25 ივლისი 2018, 00:00 1466 ნახვა

აფეთქება და ხანძარი ქუთაისში – ცოტა ხნის წინ ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაინგრა შენობის კონსტრუქცია. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რაც შეეხება ხანძარს, ცეცხლი უკვე ჩააქრეს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი