ლაშქრობაზე წასულ ტურისტებს გზა აებნათ - სამთო მაშველებმა 4 მოქალაქე გადაარჩინეს

24 ივლისი 2018, 00:00 1814 ნახვა

ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს. ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ. დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ​ - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ტურისტები სამედიცინო დაწესებულებაში, შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

უცხოელი ვიზიტორების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი