ქედაში ბაგირზე გაკიდული ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ არსენაულის ხიდის ხის ფიცრულები რკინის კონსტრუქციით ჩანაცვლდება. საცალფეხო ხიდი სამი სოფლის 150-მდე ოჯახს უკავშირდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება აქუცისა და ქოსოფელთან დამაკავშირებელ ხიდებსაც. სამუშაოები ქედის მერმა დაათვალიერა.