შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, “წლის ლიდერის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ მსხვილი და მცირე ბიზნეს კომპანიები. ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი საერთაშორისო ჯილდოები გადაეცათ წარმატებულ ქართველებს.
საპატიო ჯილდოს მფლობელები გახდნენ ბუბა კიკაბიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რევაზ ჩელებაძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. “წლის ლიდერის” დაჯილდოვების ცერემონიას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.