ახალი სოციალური პაკეტის ამოქმედების შემთხვევაში სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახები, რომელთა წევრები შრომისუნარიანები არიან, სახელმწიფოსგან სამუშაოზე შეთავაზებებს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამებზე უკვე მუშაობს. სოციალურად დაუცველებს დახმარება სამსახურის დაწყებისთანავე არ შეუწყდებათ, ცვლილებებს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად ამზადებენ.
ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ინფლაციამ სოციალურად დაუცველები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მმართველი პარტიის ოპონენტები მთავრობისგან კონკრეტულ ინიციატივებს ელოდებიან და ამბობენ, რომ საკუთარი წინადადებებიც აქვთ.