"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გზებზე „შავი მონაკვეთებისა“ და წერტილების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ეკა ლალიაშვილმა დღეს განაცხადა, არსებობს მონაკვეთები, სადაც წლის განმავლობაში 100-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, მონაკვეთების აღრიცხვა ამჟამად იმ შეტყობინებებით ხდება, რომელიც 112-ში შედის. მისი ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით ბათუმში, ე.წ. შავი მონაკვეთები დაფიქსირდა , ბაგრატიონის ქუჩაზე - 168 შემთხვევა, ჭავჭავაძის ქუჩა - 130 შემთხვევა, აეროპორტის გზატკეცილი - 81 შემთხვევა, და რუსთაველის გამზირი 76 შემთხვევა.